LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ მის კაბას მოვირგებდი, ზოგმა მერილინ მონროს არსებობის შესახებ არც კი იცოდა

265
page

„მეტ გალას“ ღონისძიებიდან უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა, კიმ კარდაშიანის „ლუქის“ შესახებ საუბარი არ წყდება. როგორც ცნობილია, მან მერილინ მონროს საკულტო კაბა მოირგო, მალევე კი გაირკვა, რომ 5 მილიონ დოლარად შეფასებული კაბა ძალიანაა დაზიანებული.

„კაბა დაზიანებული კი არა, დაფლეთილია, კიმ კარდაშიანმა პასუხი უნდა აგოს“ – ინტერნეტსივრცეში მერლინ მონროს საკულტო კაბის ახალი ფოტოები ვრცელდება

რეალითი შოუს ვარსკვლავი ამის გამო დიდ სკანდალში გაეხვია და აი, კიმმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მან გადაცემა Today Show-ში განაცხადა, რომ მანამ ის მის კაბას არ მოირგებდა, ბევრმა არც კი იცოდა ვინ იყო მერილინ მონრო. აღსანიშნავია, რომ კიმი უარყოფს იმ ფაქტს რომ მან კაბა გააფუჭა.

„ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, მადლიერი ვარ, რომ ამის შანსი მომეცა. მე მას დიდ პატივს ვცემ და მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს კაბა ამერიკული კულტურისთვის. მინდა ვთქვა, რომ სანამ მის კაბას არ მოვირგებდი, ზოგმა მერილინ მონროს არსებობის შესახებ არც კი იცოდა“, – აცხადებს კიმი.

ფოტო: „ეს არის საშუალება ჩემი შინაგანი მერლინი აღმოვაჩინო“ – კიმ კარდაშიანმა მერლინ კონროს გარდერობი შტურმით აიღო 

კაბა 5 მილიონად – „მერლინ მონროს საკულტო კაბის ჩაცმა სარისკო იყო“ – ახალი დეტალები კიმ კარდაშიანის ავანტიურულ გადაწყვეტილებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები