კიმ კარდაშიანი საზოგადოების მხრიდან მორიგი მწვავე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მერლინ მონრის საკულტო კაბა, რომელიც კიმს „მეტ გალა 2022“-ზე ეცვა დაზიანებულია, ის ნაკერზეა გარღვეული და რამდენიმე თვალიც აკლია. თუმცა, ახლახან ინტერნეტსივრცეში კაბის ახალი ფოტოები და ვიდეო გავრცელდა. კაბა დაზიანებული კი არა დაფლეთილია და ამაში საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად რეალითი შოუს ვარსკვლავს, კიმ კარდაშიანს ადანაშაულებს. თუმცა მას ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
„კაბა დაზიანებული კი არა, დაფლეთილია, კიმ კარდაშიანმა პასუხი უნდა აგოს“, „რატომ არაფერს არ ამბობს“, – წერენ კომენტარებში.
„სანაპირო ორისთვის“ – კიმ კარდაშიანი პიტ დევიდსონთან განცხრომის ფოტოებს ავრცელებს
შეგახსენებთ, მანამ, სანამ კაბის დაზიანებების შესახებ გახდებოდა ცნობილი, მოდის კრიტიკოსები ერთხმად აცხადებდბენ, რომ მერლინის 5 მილიონ დოლარად შეფასებული კაბის ჩაცმა ძალიან სარისკო იყო.
„მერლინ მონროს საკულტო კაბის ჩაცმა სარისკო იყო. ეს კიმის მხრიდან ავანტიურული სვლა იყო, კაბა საოცრად სათუთია და მისი გამოყენება წითელ ხალიჩაზე და ფოტოსესიისთვის არ მიგვაჩნია მართებული“.