41 წლის კიმ კარდაშიანი და 28 წლის პიტ დევიდსონი უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან და როგორც ჩანს, საქმე უკვე სერიოზულადაა. ისინი პრაქტიკულად სულ ერთად არიან, ერთად მოგზაურობენ, გლამურულ ღონისძიებებზე ერთად ჩნდებიან, პიტი კიმისა და კანიე უესტის საერთო შვილებთანაც დიდ დროს ატარებს.
ასე ერთობა 41 წლის კიმ კარდაშიანი 28 წლის პიტ დევიდსონთან – წყვილი პირველი რომანტიკული ვოიაჟი
ამჯერად წყვილი ტროპიკულ კუნძულზე იმყოფება. კიმმა ფოტოების სერია „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. კიმი და პიტი საცურაო კოსტიუმებში პოზირებენ, ისინი ერთმანეთს ეხუტებიან და კოცნიან.
„სანაპირო ორისთვის“, – ასე დაასათაურა რეალითი შოუს ვარსკვლავმა საკმაოდ შთამბეჭდავი ფოტოები.