ემოციურად დამღლელი წლის შემდეგ, კიმ კარდაშიანი თავის ახალ შეყვარებულთან, 28 წლის პიტ დევიდსონთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრა. სანამ მისი ყოფილი ქმარი, კანიე უესტი სხვადასხვა ქალბატონებთან პაემნებზე დასეირნობს, კიმი უმშვენიერეს სანაპიროებზე ნავარდობს.
კურორტზე პირველი გამოჩენისთვის კიმმა შავი დეკოლტე ტოპი მოირგო, რომლის ჭრილიც მართლაც რეკორდულად ღრმა გახლდათ, პიტს კი კრემისფერი ჰუდი და შორტი ეცვა. წყვილი ხელჩაკიდებული სეირნობდა, იღიმოდა და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.
ფოტო: კანიე უესტის ახალი გულისწორი ჰყავს – ჰიპ-ჰოპ არტისტი მომღერალს ხვდება
ფოტო: სასიყვარულო სამკუთხედი – რაზე იეჭვიანა კიმ კარდაშიანმა