LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სასიყვარულო სამკუთხედი – რაზე იეჭვიანა კიმ კარდაშიანმა

738
page

კიმ კარდაიანს პირად ცხოვრებაში არ უმართლებს, ჯერ იყო და კანიე უესტმა მას უამრავ ქალთან უღალატა, ახლა კი პიტ დევიდსონი აეჭვიანებს. როგორც ცნობილია, პიტი და მაილი საირუსი საახალწლო გამოშვებაში ერთად გამოჩნდნენ. მაილი დევიდსონს ეფლირტავებოდა, მომხდარმა კარდაშიანი იმდენად გააღიზიანა, რომ საირუსის „ინსტაგრამ“ გამოწერა გააუქმა.

ფოტო: მაილისა და პიტის აშკარა ფლირტის შემდეგ, კიმ კარდაშიანმა საირუსის „ინსტაგრამ“ გამოწერა გააუქმა

ახლა კი დეტალებს ჩავუღრმავდეთ და გავიგოთ, რამ გამოიწვია რეალითი შოუს ვარსკვლავის გაცეცხლება. ჯიმი ფელონის შოუში პროვოკატორი მაილი პიტს მოსვენებას არ აძლევდა, მას ეხუტებოდა და კისერზე ეკიდებოდა, თუმცა შესაძლებელია, ეს მხოლოდ და მხოლოდ შოუს ნაწილი იყო, თუმცა, რაც მაილიმ შემდგომ გააკეთა, ეს აშკარა პროვოკაცია იყო. მან იმღერა სიმღერა, რომელშიც ამბობს – „ეს მე უნდა ვყოფილიყავი და არა ის“, სიმღერის პროცესში კი ცბიერად ტრიალებდა პიტის ირგვლივ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები