LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაბა 5 მილიონად – „მერლინ მონროს საკულტო კაბის ჩაცმა სარისკო იყო“ – ახალი დეტალები კიმ კარდაშიანის ავანტიურულ გადაწყვეტილებაზე

2088
page

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის გამოჩენა „მეტ გალაზე“, მერლინ მონროს საკულტო კაბით, მართლაც მოულოდნელი იყო. მან აღნიშნული „ლუქის“ მოსარგებად 7 კგ. დაიკლო და იმისთვის, რათა მაღალი გამოჩენილიყო, რეკორდულად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო.

ფოტო/ვიდეო: -7 კგ კაბის ჩასაცმელად – კიმ კარდაშიანმა „მეტ გალაზე“ მერლინ მონროს საკულტო „ლუქი“ გაიმეორა

ფოტო/ვიდეო: მორიგი მსხვერპლი სილამაზისთვის – კიმ კარდაშიანი რეკორდულად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით კიბეზე ვერ ადის

ახლა ემოციებმა იკლო, შთაბეჭდილებები განელდა და მოდის კრიტიკოსებს ცივი გონებით განსჯის საშუალება მიეცათ. ბუნებრივია, 41 წლის კარდაშიანის ავანტიურული გადაწყვეტილება, არ დარჩა კრიტიკის გარეშე.

მოგეხსენებათ, ჟან ლუის მიერ შექმნილი კაბა მერლინ მონროს 1962 წელს ეცვა, ამავე „ლუქით“ შეასრულა მან საკულტო სიმღერა Happy Birthday Mr. President, პრეზიდენტ კენედის დაბადების დღეზე. ის 60 წელი, მკაცრად კონტროლირებად ტემპერატურაზე  ინახებოდა, 2016 წელს კი მუზეუმმა 5 მილიონ დოლარად შეისყიდა.

„მერლინ მონროს საკულტო კაბის ჩაცმა სარისკო იყო. ეს კიმის მხრიდან ავანტიურული სვლა იყო, კაბა საოცრად სათუთია და მისი გამოყენება წითელ ხალიჩაზე და ფოტოსესიისთვის არ მიგვაჩნია მართებული“, – ერთხმად აცხადებენ მოდის კრიტიკოსები.

საღამოს ბოლოს კიმმა „ინსტაგრამზე“ არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გაავრცელა და ვრცელი პოსტიც დაურთო.

„ჩემთვის დიდი პატივია მეცვას საკულტო კაბა, რომელშიც მერლინ მონრომ ჯონ კენედის Happy Birthday უმღერა. ეს არის არაჩვეულებრივი, სხეულზე მომდგარი კაბა 6000 კრისტალით, ის ჟან ლუიმ შექმნა. დიდი მადლობა, რომ მოდის ისტორიის ერთ- ერთი ყველაზე გამომწვევი იმიჯის მორგების საშუალება მომეცით. მე ამ მომენტისთვის მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები“, – აცხადებს კარდაშიანი

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kim Kardashian (@kimkardashian)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kim Kardashian (@kimkardashian)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები