LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: -7 კგ კაბის ჩასაცმელად – კიმ კარდაშიანმა „მეტ გალაზე“ მერლინ მონროს საკულტო „ლუქი“ გაიმეორა

2558
page

რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი „მეტ გალა“ 2022-ზე ახალგაზრდა შეყვარებულთან, პიტ დევიდსონთან ერთად გამოჩნდა. 41 წლის კიმი საოცარ ფორმაში იყო, მან მერლინ მონროს საკულტო „ლუქი“ გაიმეორა და ბრჭყვიალა, კრემისფერი, სხეულზე მომდგარი კაბა მოირგო. აღნიშნულ იმიჯს მან გადაწეული, ქერა თმა და თეთრი მოსასხამი შეუხამა. ცნობისთვის, ამ კაბის მოსარგებად კარდაშიანს 7 კილოგრამის დაკლება დასჭირდა.

შეგახსენებთ, ასეთივე კაბა მერლინ მონროს 1965 წელს ეცვა, სწორედ ამ კაბით უმღერა ქერა ლამაზმანმა პრეზიდენტ კენედის საკულტო სიმღერა, Happy Birthday to President.

ასე ერთობა 41 წლის კიმ კარდაშიანი 28 წლის პიტ დევიდსონთან – წყვილი პირველი რომანტიკული ვოიაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები