LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლე მოგზაურებისთვის – უძრავი ქონების გაქირავების სერვისმა ახალი აპლიკაცია შექმნა

21

ქსელში გამოჩნდა Airbnb-ის კლონი, რომელიც მხოლოდ ქალბატონებისთვის იმუშავებს. “The Independent”-ის ცნობით, უძრავი ქონების გაქირავების სერვისმა overnight-მა შექმნა ახალი აპლიკაცია, რომელშიც მანდილოსნები გაწევრიანდებიან და ოთახს მხოლოდ თავისი სქესის წარმომადგენლებს მიაქირავებენ. სიახლე ცნობილ ჯგუფთან „Girls Love Travel”-თან ითანამშრომლებს, აღნიშნული ჯგუფი კი 350 ათასამდე ქალბატონს აერთიანებს. პროგრამის შემქმნელთა აზრით, სიახლე ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონება, რადგან მარტოხელა ქალბატონები მოგზაურობისას თავს ბევრად უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ. სასტუმროებს კი კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები