„სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში სალომე ზურაბიშვილს ვადა ისედაც ეწურება, ეს აჩვენებს სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისას ერთხელ უკვე დამარცხდა:
„დამარცხდა და საქართველოს კონსტიტუციიდან მაშინ თავად გავიდა, როდესაც კონსტიტუციის არა მხოლოდ 78-ე მუხლი დაარღვია „რუსული კანონით“, რაც NATO-სა და ევროკავშირში წევრობას გულისხმობდა, არამედ, მაშინაც, როცა უარი თქვა დემოკრატიაზე და ავტორიტარიზმისკენ იბრუნა პირი.
„ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, თანამდებობიდან გადააყენებს“ – „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ იწყებს
პაპუაშვილმა ბრიფინგზე, მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე ისაუბრა
ამიტომ, ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით“. – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.