მოგზაურობის დაგეგმვის პორტალმა OneTwoTrip-მა მომხმარებლებს შორის ძალიან საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. მთავარი კითხვა შეეხებოდა ხედს ფანჯრიდან და დასვენების დროს მის მნიშვნელობას. მიღებული შედეგები სპეციალისტებმა 2023 წელს ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვის შედეგებს შეადარეს.
აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა, უფრო ზუსტად კი ტურისტთა 87,4% ისურვებდა, რომ მათი ნომრიდან გარემოზე ლამაზი ხედი იშლებოდეს. 78,5% კი მზადაა ფანჯრიდან ეფექტური პეიზაჟისთვის ზედმეტი ფულიც კი გადაიხადოს.
საინტერესოა, რომ გასულ წელს ხედი გამოკითხულთა 92%-ისთვის იყო მნიშვნელოვანი, ხოლო ცოტა მეტი ფულის გადახდას მხოლოდ 72% თანხმდებოდა.