LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

279
kh

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ მედიასთან განაცხადა, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა, სადაც ერთი პირი ცხოვრობს. მისი თქმით, ქალბატონი გამოყვანილი იქნა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„16 – სართულიანი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა ხანძარი. ბინაში ქალბატონი ცხოვრობდა. ყველაზე მთავარია, რომ ქალბატონი გამოყვანილ იქნა. საგანგებო სიტუაციების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია და რაც მთავარი, მსხვერპლი არ არის. ექსპერტიზა შეაფასებს კორპუსის მდგრადობის საკითხს და რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობას ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ.

ხანძარი მეორე ბინაშიც გადავიდა, თუმცა ამ დროისთვის ლოკალიზებულია“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები