LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

84 წლის ალ პაჩინო 30 წლის ნურ ალფალაჰს ბილ მართან გადაღებული ფოტოების გავრცელების შემდეგ დაშორდა – განცხადებას People ავრცელებს

268
page

გუშინ, მედიაში ალ პაჩინოს შეყვარებულის, ნურ ალფალაჰის ფოტოები გავრცელდა. 30 წლის ჰოლივუდელი პროდიუსერი პაპარაცებმა ცნობილ წამყვანთან და პროდიუსერთან, ბილ მართან ერთად გამოიჭირეს. ნური და 68 წლის ბილი გვიან ღამით, სასტუმროდან გამოსვლის დროს გადაიღეს. წყვილს არც პაპარაცების ყურადღება ადარდებდა და არც სახეში მინათებული განათებები. ისინი იღიმოდნენ და საოცრად კმაყოფილები ჩანდნენ.

ყოველივე ამის ფონზე, გამოცემა People-ს 84 წლის ალ პაჩინოს დაახლოებულმა პირმა განუცხადა, რომ ალი და ნური ერთად აღარ არიან. რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი და არის თუ არა ამასთან კავშირში ალფალაჰის უახლესი ფოტოები, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ალფალაჰი ალ პაჩინოსთან რომანამდე, მილიარდერ ნიკოლა ბერგრუენს, The Rolling Stones-ის ფრონტმენს, მიკ ჯაგერსა და ლეგენდარულ კლინტ ისტვუდს ხვდებოდა. ალ პაჩინოსა და ნურ ალფალაჰის რომანი 2022 წლის დასაწყისში დაიწყო. გასულ წელს მათ ვაჟი, რომანი შეეძინათ.

ალ პაჩინოს 30 წლის შეყვარებული, 68 წლის ბილი მართან ერთად გამოიჭირეს

„როცა ალ პაჩინოს ღალატში გამოგიჭერენ“ – ნურ ალფალაჰი ექს-შეყვარებულთან, მილიარდერ ნიკოლა ბერგრუენთან ერთად გადაიღეს

„ქორწინება ჩემი საქმე არ არის!“ – 29 წლის ნურ ალფალაჰს 83 წლის ალ პაჩინოზე გათხოვება არ სურს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები