LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს 100 წლის ექსპრეზიდენტის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო ცნობილია

118
jimmy-carter-jp-230821-bde9e5

ექიმებმა და გერონტოლოგებმა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის სიცოცხლის ხანგრძლივობის მიზეზები დაასახელეს. პრეზიდენტმა 100 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ იზეიმა, წერს Today.

კარტერი არის აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც 100 წელს მიაღწია. უფრო მეტიც, 2023 წლიდან ის საავადმყოფოში იმყოფება, რადგან ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის.

კარტერის სიცოცხლის პირველ საიდუმლოდ სპეციალისტები მიზანდასახულობას და თავისი საქმის სიყვარულს ასახელებენ. პოსტიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკოსი საქველმოქმედო ფონდში გახდა მოხალისე და სხვადასხვა ქვეყნებში დანგრეული შენობების აღდგენაში იღებდა მონაწილეობას. სხვების დახმარების სურვილი კი სიცოცხლის წყურვილია, აზუსტებენ ექსპერტები.

ასევე, კარტერი ყოველთვის ცდილობდა რაღაც ახალი ესწავლა, საპატიო ასაკშიც კი და სპეციალისტები ამასაც სიცოცხლის გახანგრძლივების გზად თვლიან. ყოფილმა პრეზიდენტმა ცოლთან ერთად საქველმოქმედო ფონდიც დააარსა, დაწერა რამდენიმე წიგნი და 62 წლის ასაკში თხილამურებზე სრიალი ისწავლა.

წარმატებული ქორწინება და ძლიერი ოჯახიც ხანგრძლივი სიცოცხლის ერთ-ერთი მიზეზია. კარტერმა მეუღლესთან ერთად 77 წელი გაატარა.

ჯიმი კარტერის ჯანმრთელობის კიდევ ერთი მიზეზი მუდმივი ფიზიკური აქტივობაა. ის 80 წლამდე რეგულარულად დარბოდა, შემდეგ კი მუხლების პრობლემების გამო სიარულსა და ცურვაზე გადაერთო.

დაბოლოს კარტერი ცდილობდა ყოველთვის კარგ ხასიათზე ყოფილიყო და არც ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას უჩიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები