LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ, ველოდით კიდეც ამას, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას „რუსული კანონის“ წინააღმდეგ“ – ნინო დოლიძე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

115
ნინო დოლიძე

„საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა რუსული კანონის ნორმების მოქმედება. სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა, თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების პროცესში“ – ამის შესახებ ISFED-ის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

დოლიძე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.

„საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა რუსული კანონის ნორმების მოქმედება.

სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა, თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების პროცესში.

ალბათ, ველოდით კიდეც ამას.

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ“,-წერს ნინო დოლიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება.

„არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g