LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

147
ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახურ ღირებულებათა“ კანონის გაწვევა, სააკაშვილის გათავისუფლება“ – კიდევ რა მოთხოვნებია 14 ევროდეპუტატის რეზოლუციის პროექტში

4-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. პროექტის სახელწოდებაა – „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო და ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.

რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები