LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის ცენტრში მდებარე მდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადდა

117
4565

მდინარე ტიბრის ნაწილი, რომელიც რომის ისტორიულ ცენტრში გადის, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის დედაქალაქის გარემოს საკითხებში მრჩეველმა საბრინა ალფონსიმ გაავრცელა.

ტიბრის ისტორია ძველრომაული ცივილიზაციის განვითარებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ლეგენდის მიხედვით, ტიბრის წყლებში ახალშობილი რომულუსი და რემუსი ჩააგდეს და რომის დამაარსებლები სწორედ ისინი გახდნენ. მდინარე თავიდან საზღვარს წარმოადგენდა, შემდეგ კი ძველ რომში გემების მთავარ გზად იქცა.
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ტიბრის ნაწილი შევა.

აღსანიშნავია, რომ მდინარის ამ სიაში მოხვედრის იდეა 4 წლის წინ წამოაყენეს. მომავალში იტალიელი ჩინოვნიკები აპირებენ, რომ ტიბრი მთლიანად მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები