LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში გაიხსნა პირველი სუპერმარკეტი პერსონალის გარეშე

124
PR+TRENTO-DSC01395

ორჰუსში გაიხსნა დანიაში პირველი სუპერმარკეტი, სადაც არც მოლარეები და არც სხვა თანამშრომლები არ არიან. მაღაზია 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ამას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აკეთებს, წერს The Local-ი.

შესვლისას მომხმარებელმა ბანკის ბარათი უნდა დაასკანეროს. შემდეგ უკვე მაღაზიაში არსებული კამერა დააფიქსირებს ყველაფერს, რასაც კი მყიდველი დახლიდან აიღებს. როდესაც მომხმარებელი ყველა საჭირო პროდუქტს მოაგროვებს, შეძლებს მაღაზიიდან უბრალოდ გავიდეს, ფული კი ავტომატურად მოეჭრება.

თუკი მყიდველი პროცესში ამა თუ იმ პროდუქტის აღებას გადაიფიქრებს, შეეძლება რომ ეს ნივთი უკან დახლზე დააბრუნოს და თანხაც გაქრება ჩეკიდან.

ალკოჰოლი და სხვა ნივთები, რომელიც ზრდასრულთათვისაა განკუთვნილი მაღაზიის განცალკევებულ ზონაში იქნება განთავსებული და იქ მოხვედრას მყიდველი მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასკანერების შემდეგ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მაღაზიები უკვე ფუნქციონირებს პოლონეთსა და გერმანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები