გერმანიაში სკანდალურმა ოპერამ ისეთი შოკი გამოიწვია, რომ მაყურებლისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ამის შესახებ Sky News წერს.
5 და 6 ოქტომბერს შტუტგარტში ფლორენტინა ჰოლცინგერის წარმოდგენის Sancta-ს პრემიერა შედგა. ოპერის ყურების დროს რამდენიმე ადამიანს უჰაერობა დაეწყო და სამი მაყურებლისთვის ექიმიც კი გამოიძახეს. მთლიანობაში ცუდად ყოფნას 18 ადამიანი უჩიოდა. ამასთან, ფინალს პუბლიკა დიდი ოვაციებით შეხვდა.
Sancta 1920-იანი წლების სკანდალური ოპერის მიხევდით შეიქმნა და ეს არის ისტორია მონაზვნის შესახებ, რომელიც თავის სურვილებს გაურბის.
ოპერაში არის სექსი, ტრავმები და ნამდვილი სისხლი. თეატრის წარმომადგენლის თქმით, 3 საათიან სპექტაკლში არის ორი სცენა, რომლის ყურებაც შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს.