LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე: „მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება“

113
გივი მიქანაძე

„არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი როგორც მედია ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქამაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მათი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.

მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები და აღნიშნული ფაქტები შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის მიერ სიცრუის ტირაჟირება.

„მივმართავთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება ამომრჩევლებს შორის, მათი პასუხისმგებლობაცაა; ამიტომ, მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან ამ ფაქტებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.
მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე – ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება.“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები