კუს ტბის საბაგირო გზა გაჩერდა. როგორც “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით, ვერ მოემსახურება.
როდიდან აღდგება საბაგიროს მუშაობა უცნობია. სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.