LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში პლასტმასის ბოთლების აკრძალვა სურთ

119
1920x1080_cmsv2_d1303edc-1689-5d

საფრანგეთში პატარა პლასტმასის ბოთლების აკრძალვა სურთ. როგორც წესი, ასეთი ბოთლებით ქვეყანაში მინერალური წყალი იყიდება. Euro news-ის ინფორმაციით, კანონპროექტს პარლამენტი უახლოს მომავალში განიხილავს.

ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამჟამად საფრანგეთში წყალი 0,33, 0,25 და 0,17 ლიტრიანი ბოთლებით რეალიზდება. ანუ 3-4 ყლუპ წყალზე 20-25 გრამი პლასტმასის მოდის.

ყოველწლიურად საფრანგეთში 13 მილიარდ პლასტმასის ბოთლს აწარმოებენ. ეკოლოგიური ასოციაცია Zero Waste France-ის გამოკითხვით, ფრანგთა ნახევარზე მეტი მინი-ბოთლებთან გამომშვიდობებას მიესალმება.

ახალი ზომა არის იმ კურსის ნაწილი, რომლის დამსახურებითაც საფრანგეთი 2040 წლისთვის ერთჯერადი პლასტმასის ნივთების მაქსიმალურად შემცირებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები