თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ დასკვნით ღონისძიებას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ესწრება და აცხადებს, რომ „მისი აქციაზე დგომის მიზეზი არის ის, რომ ქართველი ხალხის გვერდით იყოს“.
როგორც ბექაურმა აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან ბევრი რამ წყდება და ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით. მე რასაც ვაკეთებ ცხოვრებაში, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, სადაც მე უნდა ვიყო, ეს არის ის გზა, რასაც მე მივყვები ჩემს ცხოვრებაში ჩემი ხალხისთვის, ჩემი პატრიოტიზმისთვის, ჩემი სარწმუნოებისთვის და მე აქ ვარ ჩემი ხალხის გვერდით.
ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი, რადგან კიდევ ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ბევრი რამ წყდება და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, უნდა მოვიდეს და სწორ პოზიციაზე დადგეს“, – აღნიშნა ბექაურმა.