LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: „თუ ივანიშვილი ძალას მოიკრეფს, გონივრულობას მოუხმობს და დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, ქართველი ხალხი დიდსულოვანია და მას, ალბათ, ბევრ რამეს აპატიებს“

145
გიორგი გახარია

„თუ ბიძინა ივანიშვილი მოიკრეფს ძალას, ცოტა მოუხმობს გონივრულობას და ჩაატარებს სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს, დარწმუნებული ვარ და ბევრჯერ მითქვამს, ქართველი ხალხი დიდსულოვანია და მას, ალბათ, ბევრ რამეს აპატიებს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმითვე, „ბიძინა ივანიშვილს ტყუილებისა და მანიპულაციების არანაირი სივრცე არ დაუტოვეს“.

„როცა ბოლო ინტერვიუს დროს გამოვიდა და თქვა „ორი, სამი კვირის შემდეგ ამერიკის ელჩს შეიძლება შევხვდე და ნუ ღელავთ, ამერიკასთან ურთიერთობებს დავალაგებო“, ეს პირველ რიგში, მომხრეებს გაუგზავნა, რომლებიც, რა თქმა უნდა, ღელავენ, როცა ხედავენ, რომ „ოცნება“ დამარცხებულია და მათთვის სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულება მათდამი არის მნიშვნელოვანი.

ბევრი სხვადასხვა ადამიანია, რომელსაც ესმის საქართველოსთვის აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობა. [ივანიშვილის] ეს ტყუილი უბრალოდ გააქარწყლა, გააბათილა [უცხოელი პარტნიორების განცხადებამ] არანაირი ურთიერთობების დალაგება არ მოხდება, თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას და არ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები