რეჟისორმა დათო იმედაშვილმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ემიგრაციაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, არჩევნებზე საკუთარი არჩევანი საზღვარგარეთ გახსნილ უბანზე დააფიქსირა.
დათო იმედაშვილი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ საარჩევნო უბნამდე მისასვლელად 600 კილომეტრი გაიარა.
„600 კილომეტრი გავიარეთ და საარჩევნო უბანს მივადექით. ყველანი არჩევნებზე! გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – წერს დათო იმედაშვილი.