LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა

342
საარჩევნო უბანი

ფოთ­ში, სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე რე­გის­ტრა­ტო­რი გარ­და­იც­ვა­ლა. არსებული ინფორმაციით, სამწუხარო ფაქტი მე-15 საარჩევნო უბანზე მოხდა.

არსებული ცნობითვე, უბანზე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და მამაკაცი ჯანმრთელობის პრობლემით გარდაიცვალა.

მე-15 საარჩევნო უბნის თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი ჩხარ­ტიშ­ვი­ლის თქმით, გარდაცვლილი 50 წლამ­დე ასაკის მა­მა­კა­ცია. მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კა­ცი უეც­რად ცუ­დად გახ­და.

ად­გილ­ზე მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა ად­გილ­ზე მო­სულ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფს მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g