„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ, კრწანისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მათ წარმომადგენელ ნიკოლოზ კატაპარიაშვილს, თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ზაზა ოლქიაშვილი ყელის გამოჭრით დაემუქრა.
ნატია მეზვრიშვილი წერს, რომ აღნიშნულზე სამართალდამცავ ორგანოს ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
როგორც ნათია მეზვრიშვილი წერს, ნიკოლოზმა უბანზე საარჩევნო დარღვევა გააპროტესტა, რამაც თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი გააღიზიანა.
„❗️გუშინ ჩვენს წარმომადგენელს, კრწანისის მე-16 უბანზე, ნიკოლოზ კატაპარიაშვილს ყელის გამოჭრით დაემუქრა თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ზაზა ოლქიაშვილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ წარმომადგენელმა უბანზე გააპროტესტა საარჩევნო დარღვევა.
რა თქმა უნდა, მივმართეთ პოლიციას. რა თქმა უნდა, რეაგირება არ ყოფილა.“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.