LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლინას ლინკევიჩუსი: „საქართველოში არჩევნები გაყალბდა… მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება… რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ ნაადრევია“

164
ლინას ლინკევიჩუსი

„რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და დავამატებდი – როგორც მოსალოდნელი იყო“, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და შვედეთში ლიეტუვის ელჩი, ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება:

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება. რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევია და უბრალოდ არასწორია!“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„მხოლოდ ერთი „გლობალური ომის პარტიაა”, მისი სახელი რუსეთია… ამ ფონზე ევროკავშირს არ შეუძლია შედეგების აღიარება… მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს…” – 13 ევროპელი და კანადელი პარლამენტარი

„გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია“ – გერმანიის საგარეო უწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები