მომღერალი ზურა ხაჩიძე საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები მაღალ დონეზე ჩაატარა.
„მეტი ღიაობა და გამჭვირვალობა რაღა გინდათ, ცესკომ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ასეულობით უბნის გადათვლა მოახდინა, დათვლის შედეგებს ფაქტობრივად არ შეუცვლია უკვე არსებული შედეგები
ალბათ, გესმით ეს რას ნიშნავს, ცესკომ არჩევნები მაღალ დონეზე დარღვევების გარეშე ჩაატარა, სადაც სერიოზული სახის დარღვევები და რაიმე სახის მანიპულაცია არ მომხდარა!“, – წერს ზურა ხაჩიძე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. მსხვილი ოპოზიციური პარტიები შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.