LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა – „69-ე უბანზე კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს“

132
როვშან ისკანდაროვი

26 ოქტომბერს, მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე, სამართალდამცველებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავეს.

„ემოცია ვერ მოვთოკე, აღშფოთებულმა გამოვართვი ბიულეტენები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში… ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“ – მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რატომ ჩაყარა 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები საარჩევნო ყუთში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.

აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

„მივმართავ მარნეულის საოლქო კომისიას, სასწრაფოდ გაერკვნენ სიტუაციაში და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება“ – რას ამბობს გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტზე

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზიდენტი: „სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“

პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო…

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g