„დღევანდელი დღის სტრატეგია იქნება ძალიან მარტივი და მკაფიო – 17:00 საათზე შეხვედრა შედგება „სადგურის მოედანზე“ და აქედან მსვლელობით დავიძვრებით „თავისუფლების მოედნისკენ“. 19:00 საათზე მოქალაქეებს უკვე საქართველოს პარლამენტთან ველოდებით. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ შემოუერთდნენ მსვლელობას 17:00 საათიდან” – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
როგორც კუპრაძემ ჟურნალისტებთან 3 ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ახლა მიმდინარეობს კოალიციურ ოპოზიციურ პარტიებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ემზადება მძაფრი წინააღმდეგობისთვის, რომელიც არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას.
„როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს“ – ელენე ხოშტარია
„ჩვენ კონკრეტულ ფორმებზე, კონკრეტულ სცენარებზე ვისაუბრეთ, თუ როგორ იქნება შედეგზე ორიენტირებული ეს პროცესი“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
„ახლა კოალიციურ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს საკოორდინაციო შეხვედრა. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია. ჩვენ ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას. მოგებული არჩევნები მიისაკუთრა ბიძინა ივანიშვილმა.დღევანდელი დღის სტრატეგია იქნება ძალიან მარტივი და მკაფიო – 17:00 საათზე შეხვედრა შედგება „სადგურის მოედანზე“ და აქედან მსვლელობით დავიძვრებით „თავისუფლების მოედნისკენ“. 19:00 საათზე მოქალაქეებს უკვე საქართველოს პარლამენტთან ველოდებით. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ შემოუერთდნენ მსვლელობას 17:00 საათიდან”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება“ – გიორგი გახარია
ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის შეხვედრას ესწრებიან: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.
დღესვე, 19:00 საათზე, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და „ძლიერი საქართველოს“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, სწორედ დღევანდელ აქციაზე წარადგენენ ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმას.