LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი…დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას“ – პრეზიდენტი

139
სალომე ზურაბიშვილი

საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი… დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს და მოსამართლე თეთრიწყაროს რაიონის მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი – ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეებთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად.

[…]

საქართველოს არჩევები მოჰპარეს. ერთმა მოსამართლემ გაბედა იმის აღიარება, რომ ელექტრონულმა აპარატებმა დაარღვია კენჭისყრის კონფიდენციალურობა. გაუქმდა 30 უბანი… და არჩევნების ლეგიტიმურობა!!!“, – წერს პრეზიდენტი X-ზე.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი – სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g