LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: „ამათ რა უხარიათ? ტრამპის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო პირველი, რომელმაც ქართველ პრემიერს თითი უქნია: – ჩინეთს და რუსეთს ნუ გადააყლაპინებთ საქართველოსო!“

189
თინა ხიდაშელი

„ღმერთო ჩემო, ამათ რა უხარიათ? – ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც საჯაროდ, გვერდით მდგომ ქართელ პრემიერს თითი უქნია: – ჩინეთს და რუსეთს ნუ გადააყლაპინებთ საქართველოსო!“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძე: „გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს“

ხიდაშელი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების კონტექსტში, ყურადღებას რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე ამახვილებს.

„ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი, ჩვენ დღეს ისტორია დავწერეთ“ – დონალდ ტრამპი სცენაზე ოჯახთან ერთად ავიდა და მხარდამჭერებს მიმართა

თენგიზ ფხალაძე: „ან რა გვწყინს ან რა გვიხარია?! ჩვენთვის არაფერი იცვლება – თუ ანტიამერიკულ ქვეყნებთან ფლირტაობას გავაგრძელებთ, ტრამპს იმაზე მძიმე რეაქცია ექნება, ვიდრე ეს „დემოკრატების“ პირობებში მოხდებოდა!“

„ტრამპიც, ამერიკაც და მსოფლიოც თავს რამენაირად მიხედავენ, იმაზე ვიფიქროთ, „ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!“ – როგორც ამას ოდესღაც ერთი ქართველი პოლიტიკოსი იტყოდა!“. – წერს თენგიზ ფხალაძე.

„ფაქტები:

  1. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ აქტები ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენების ინიცირებულია.
  2. სენატში ორპარტიულია.
  3. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, სახელმწიფო მდივანი იყო პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც საჯაროდ, პრესკონფერენციაზე მის გვერდით მდგომ ქართველ პრემიერს თითი უქნია – ჩინეთს და რუსეთს ნუ გადააყლაპინებთ საქართველოსო. ანაკლიას ნუ აჩუქებთ ჩინელებს და რუსებსო მოგვიწოდა!
  4. ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა, თან ამერიკის ჯინაზე და ხარჯზე როგორც ესენი იქცევიან, ტრამპის ადმინისტრაციისთვის სრულიად გაუვალი წითელი ხაზია.
  5. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მივიღეთ მრავალი წლის ნანატრი ჯაველინები და ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება.
  6. კონგრესმენი ჯო ვილსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა და მასზე ერთგული მიმდევარი პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ცოტა ყავს.

ხოდა რა ვიცი, კიდევ ვკითხულობ, რა უხარიათ?“ – წერს თინა ხიდაშელი.

გია ნოდია: „მე არ გამხარებია ტრამპის მოგება, ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი და ის არ შეესაბამება ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას“

ინფორმაციისთვის, Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

ღმერთო ჩემო, ამათ რა უხარიათ? 🙁 ფაქტები: 1. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ აქტები ტრამპის…

Posted by Tinatin Khidasheli on Wednesday 6 November 2024
mazda magti 5g