ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება, კოლეგიის თავმდჯომარემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
კერძოდ, კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა, კომისიის წევრების პასუხისმგებლობა და საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
„საიას” და კოალიცია „ჩემი ხმის” ჯამში 20 სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, რომელიც არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხებოდა.
მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი