LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

106
გამოფენა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე სპეციალური სტენდით წარდგა.

WTM London 2024-ზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აეროპორტების გაერთიანება და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მონაწილეობს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, გამოფენის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების, დაჯავშნის უმსხვილესი პლატფორმებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან (Trip Adviser, Bloomberg, National Geographic Traveller, Expedia, British Airways, Easy Jet, Euronews Skyup, Skyscanner, Wanderlust და სხვა).

შეხვედრებზე საქართველოში მარკეტინგული და მედია კამპანიების ჩატარება, პრესტურების ორგანიზება და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია განიხილება.

კერძო სექტორის წარმომადგენლებს, გამოფენის ფარგლებში, B2B ფორმატში შეხვედრების გამართვის საშუალება აქვთ როგორც ბრიტანულ, ასევე ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე 180-ზე მეტი ქვეყნიდან, დაახლოებით, 4000 ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასს შეადგენს.

mazda magti 5g