LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტები ასე არ იქცევიან: ვარსკვლავები დონალდ ტრამპს აუმხედრდნენ

31

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას NBA-ის მოქმედი და ყოფილი კალათბურთელების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა იმის თაობაზე, რომ აუქმებს თეთრ სახლში NBA-ს ჩემპიონ გუნდთან ტრადიციულ შეხვედრას.

„თეთრ სახლში ვიზიტი დიდი პატივია ჩემპიონი გუნდისთვის. ორი დღის წინ, თავის “ტვიტერზე” დაწერა ტრამპმა. სტივენ კარი ყოყმანობს, ამიტომაც, ჩვენი მოწვევა გაუქმებულია!”

„თუ სიმართლე გაინტერესებთ, ეს რაღაც აბსურდია. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მან ჩემი სახელის ხსენება და არა ვინმე სხვისი. ასეთი მოქმედება არ შეესაბამება ქვეყნის ლიდერის სტატუსს. ლიდერები ასე არ იქცევიან”, – მოჰყავს The Washington Post-ს “გოლდენ სტეიტის” ლიდერის სტივენ კარის სიტყვები.

“ტყუილია. სტივენ კარიმ თავიდანვე თქვა, რომ არ წავიდოდა. ასე რომ, არ ყოფილა არანაირი მიწვევა. თეთრ სახლში ვიზიტი დიდი პატივი იყო იქამდე, სანამ შენ არ გამოჩნდი იქ”, – მიმართა ტრამპს “კლივლენდის” ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა.
“აშშ-ის პრეზიდენტი, რომლის გვარი ასოცირდება ჩხუბთან და ბოღმასთან. მისი სიტყვები ასოცირდება ზიზღთან და განხეთქილებასთან. მას არ შეუძლია ამერიკა ისევ უდიდესად აქციოს”, – დაწერა “ტვიტერზე” “ლეიკერსის” ლეგენდამ კობი ბრაიანტმა.

“ყველაფერი წესრიგშია, “უორიორზ”. შესაძლოა, ორი თვის შემდეგ, თავად დონალდ ტრამპა ვერ შეძლოს თეთრი სახლის მონახულება”, – ეს “ჩიკაგოს” ცენტრის რობინ ლოპესის სიტყვებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები