LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბრის ბოლოს ბათუმის „გრანდ მოლში“ „პიელ ნატურალსის“ ფილიალი გაიხსნება

925
თათუკა ლომაძე

პრემიუმ კოსმეტიკის მწარმოებელმა ქართულმა ბრენდმა „პიელ ნატურალსმა“ თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ ქართულ ბაზარზე დაზიანებული თმისთვის შემუშავებული უნიკალური ფორმულის მქონე შამპუნი და ნიღაბ-კონდიციონერი გამოიტანა. პროდუქციის გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა ეს ერთადერთი თემა არაა, რაზეც გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ მსმენელის ყურადღება გამახვილდა. ბრენდი მომხმარებელს წინასაახალწლოდ არაერთ სიახლეს ჰპირდება.

პრემიუმ კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდის „პიელ ნატურალსის“ დამფუძნებელი თათუკა ლომაძე:

– ჩვენი მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ბაზარზე ჩვენი წარმოების შამპუნსა და კონდიციონერს.  და როგორც იქნა დადგა ის დღე, როდესაც სამწლიანი წვალების, პარიზისა და ბარსელონის გამოფენებზე სათანადო ნედლეულის ძიების შედეგად, პროდუქცია თამამად წარვადგინეთ. ჩვენი მიზანი იყო, პროდუქტი ყოფილიყო უნიკალური და მაქსიმალურად ჯანსაღი, უსაფრთხოდ გამოსაყენებელი ბავშვებისთვისაც კი.

„პიელ ნატურალსის“ შამპუნი და ნიღაბ-კონდიციონერი დამზადებულია როზმარინის ნაყენზე, რომელიც ხასიათდება ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი მოქმედებით, ხელს უწყობს თმის ღერების სტიმულაციას, თმის ბოლოებს იცავს გაყოფისაგან და თმას უბრუნებს ბზინვარებას. როზმარინი თმას მაქსიმალურად იცავს ყოველგვარი სტრეს ფაქტორებისგან, იქნება ეს დაბინძურებული გარემო, თუ თმის მოვლის რუტინა – დავარცხნა, შეღებვა, ფენით გაშრობა, სალონში სხვადასხვა პროცედურის ჩატარება. როზმარინის შამპუნი და ნიღაბ-კონდიციონერი კარგია იმ პრობლემების პრევენციისთვისაც, რომლებიც ჩამოვთვალე.

„პიელ ნატურალსის“ შამპუნისა და ნიღაბ-კონდიციონერის ყიდვა შესაძლებელია როგორც ჩვენს სტენდებზე, ასევე ონლაინ, ჩვენს ვებგვერდზე. მიხარია, რომ მომხმარებლის მხრიდან  ახალმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც შამპუნისა და ნიღაბ-კონდიციონერის გაყიდვაში ჩაშვების დღიდან ამ დრომდე მარაგების სწრაფად გამოლევა მოწმობს. აქვე აღვნიშნავ, რომ შამპუნი და ნიღაბ-კონდიციონერი ცალ-ცალკე არ იყიდება, კარგი შედეგისთვის აუცილებელია მათი ერთად გამოყენება, რადგან შამპუნი თმას ნეგატიურად მუხტავს, კონდიციონერი კი – პოზიტიურად.

– თათუკა, „პიელ ნატურალსის“ იმ მასტერკლასების შესახებაც მოგვიყევი, რომლებიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

– მსგავსი მასტერკლასები ბავშვებისთვის აქამდე არ არსებობდა. ვერც იქნებოდა, რადგან საქართველოში კოსმეტიკის წარმოება „პიელ ნატურალსის“ მსგავსი მასშტაბით არ ხდება. ამ მასტერკლასებს თავად ვუძღვები, ვიყენებ ჩემს თითქმის 10 წლიან პედაგოგიურ გამოცდილებას (უფროსი მასწავლებლის სტატუსი მქონდა). გარდა იმისა, რომ მასტერკლასების ფარგლებში ბავშვები ჩვენს შიდა სივრცეს ეცნობიან და საკუთარი თვალით ხედავენ, რამდენად ეკომეგობრულ გარემოში ვმუშაობთ, იგებენ, რომ ჩვენი ინოვაციური პროდუქტები მხოლოდ ბუნებრივი, მცენარეული და არა ცხოველური ინგრედიენტებით მზადდება. ამასთან, ისინი ძალიან ხალისობენ, როცა ქართული ყურძნის წიპწის ზეთის დახმარებით საკუთარი ხელით ამზადებენ აბაზანის შუშხუნა ბომბებს. ამ მასტერკლასებზე მოსახვედრად მასწავლებლებმა უნდა მოიწერონ სოციალურ ქსელში ჩვენს გვერდზე და დაჯავშნიან ვიზიტს. მიხარია, რომ ამ მასტერკლასების მეშვეობით პატარებს მეწარმეობის სურვილს ვუღვივებ, შთავაგონებ, რომ საკუთარ ქვეყანაში შექმნან ისეთი რამ, რაც მანამდე არ არსებულა და შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ის ნიშა დაიმკვიდრონ, რომელიც საქართველოს ჯერ არ აქვს დამკვიდრებული.

– საახალწლო, კორპორაციული წვეულებების პერიოდი გვიახლოვდება და როგორც ვიცი, „პიელ ნატურალსს“ სპეციალური შეთავაზება აქვს კომპანიებისთვის.

– დიახ, ჩვენს მეგობარ კომპანიებს ადგილობრივი ბაზრისთვის არნახულ ფასებს ვთავაზობთ. მიხარია, რომ ისინი ამ შესაძლებლობას იყენებენ და საკუთარ თანამშრომლებს და პარტნიორებს ჩვენს პროდუქციას ჩუქნიან. სხვათა შორის, ერთობლივ ბრენდირებულ ნაკრებებსაც ვქმნით, სასაჩუქრე ყუთებზე კომპანიის ლოგოცაა გამოსახული.

– და ბოლოს, ბათუმელი მომხმარებლის გასახარი ამბავიც ვთქვათ.

– სიამოვნებით, თან რადიო „ფორტუნასთვის“ ვაჟღერებ ამ ინფორმაციას პირველად. ბათუმიდან ხშირად გვწერდნენ, რომ ჩვენი სტენდი ახალ მოლშიც გაგვეხსნა და აი, ნახევარწლიანი სამუშაოების შემდეგ ვასრულებთ მომხმარებლის თხოვნას და ნოემბრის ბოლოს ბათუმის მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრში „გრანდ მოლი“ ჩვენი ახალი ფილიალი დაიწყებს ფუნქციონირებას.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g