LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმის ფარულობის დარღვევაზე სააპელაციო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა

125
სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელიც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრებს არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით 23 საათის განმავლობაში იხილავდა, არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ 26 საქმე ერთ წარმოებად გააერთიანა. 26-დან 12 საქმე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ იყო შეტანილი და აღმოსავლეთ საქართველოში ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგების ბათილად ცნობას შეეხებოდა. 150-მდე უბნის ბათილად ცნობას ეხებოდა ასევე სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ 14 საჩივარი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი – სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

საჩივრებს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით, გოჩა დიდავა და დიმიტრი გვრიტიშვილი განიხილავდნენ.

შეგახსენებთ, არჩევნებზე ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაბამისად, ის უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g