LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილები მართვით სუნთქვაზე აღარ არიან, თუმცა, ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩებიან… მათ გადალახეს უმძიმესი კრიტიკული დღეები“ – ნიაკოს და თათულის დედა სოფიო ხარშილაძე საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის

1379
სოფიო ხარშილაძე

15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის დედა სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი შვილების გამოჯანმრთელების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

სოფიო ხარშილაძე მადლობას უხდის მზრუნველ და პროფესიონალ ექიმებს, რომელთა ხელშიც მისი შვილები პირველივე წუთებიდან მოხვდნენ და სწორედ მათი დამსახურებით, ნიაკო და თათული მართვით სუნთქვაზე აღარ არიან, თუმცა, კვლავ რჩებიან რეანიმაციაში.

„გიჟური თავდადების და უზომოდ დიდი სიყვარულის შედეგად 60 000 ლარი ჩავურიცხე ნიაკოს და თათულის დედას და ამ დროს ისეთი რამ მოხდა…“ – სანდრო ელოშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 1 ლარიც მნიშვნელოვანია გოგონების სიცოცხლის გადასარჩენად…“ – ხაშურში ავარიის შედეგად დაშავებულ დებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ

„მოგესალმებით ყველას, საზოგადოების თითოეულ წევრს! სიმართლე გითხრათ, ვერც ვიაზრებ, რა ხდება ჩვენ თავს! გაოგნებული ვარ თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით.

მადლობის მეტი სათქმელი არაფერი მაქვს და რადგან მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია, მინდა, სულ თავიდან მოვყვე და დავიწყო ჩვენი ქვეყნის ექიმების სასწაული პროფესიონალიზმისა და დაუზოგავი შრომის აღნიშვნით!

ჩემი გოგონები შემთხვევის წამიდანვე საოცრად მზრუნველი და პროფესიონალი ექიმების გარემოში აღმოჩნდნენ და ჩემთვის, როგორც დედისთვის, უპირველესი ნუგეში სწორედ ეს იყო…

დღეს, იმ საბედისწერო შემთხვევის დღიდან, სამი კვირაა გასული და სწორედ ამ ექიმების დაუღალავი შრომის შედეგად, ჩემი შვილები მართვით სუნთქვაზე აღარ არიან, თუმცა, ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩებიან…

მათ გადალახეს უმძიმესი კრიტიკული დღეები და მჯერა, რომ მალე ისეთივე ძველ და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, როგორსაც აქამდე ეწეოდნენ!

ემოციებისგან დაღლილი და ამავდროულად აღელვებული ვარ, თურმე რამდენი კეთილი და უანგარო ადამიანისგან შედგება ჩვენი საზოგადოება!
ვაფასებ თითოეული თქვენგანის ლოცვას, კეთილ სიტყვას და შემონაწირს!…“, – წერს სოფიო ხარშილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g