LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან მამაკაცთა შორის გროსმაისტერი: შემაძრწუნებელი ნინო ბაციაშვილი

20

ინგლისში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი, სადაც მესამე დიდოსტატობის ნორმა შეასრულა ნინო ბაციაშვილმა, გადააჭარბა რეიტინგს 2500 და უახლოესს ფიდეს კონგრესზე მიანიჭებენ ჭადრაკში უმაღლეს წოდებას!

ნინო საქართველოს ისტორიაში რიგით მე-5 ქალია, რომელსაც დიდოსტატობის წოდება მიენიჭა ორი ძველი თაობის (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე) და ორი ახალი თაობის (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი) მოჭადრაკეების შემდეგ.

აღნიშნულ ტურნირში ნინოს მეტოქეების უმრავლესობა მსოფლიოს წამყვანი მამაკაცი მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგაც ნინოს უმაღლესი დონის თამაშს საჭადრაკო ექსპერტმა “შემაძრწუნებელი” უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები