დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც მედია წერს, მოულოდნელად, სულ მცირე ექვსი ოპოზიციური ფიგურა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან ომარ სმირ, ჰარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. ოპოზიციის წევრები, გუდაუთის მაცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ გადაკეტილია გუმისთას ხიდი. ოპოზიციონერები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
A state of emergency has unfolded in #Abkhazia. At least six opposition figures were suddenly and violently detained, including Omar Smyr, Harry Kokaya, Almaskhan Ardzinba, Ramaz Djopua, and Aslan Gvaramia.
— JAMnews (@JAMnewsCaucasus) November 11, 2024
They were reportedly returning from a meeting with residents of the… pic.twitter.com/GyU1fDCTlr