LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტი: „ქალის” და „კაცის საქმეებიც”, ჩემი მოუცლელობის გამო, ჩემს მეუღლეს ეკისრება, რასაც იდეალურად ართმევს თავს. ამის გამო ვამბობ, რომ ცხოვრების თანამგზავრში ძალიან გამიმართლა…“

161
ლაშა ღლონტი და მეუღლე

მომღერალი ლაშა ღლონტი ჟურნალ „გზასთან“ პირადი ცხოვრებისა და მეუღლის შესახებ საუბრობს.

– როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე და რამდენად გეხმარებათ თქვენს საქმიანობაში?

– ჩემი მეუღლე, თეა ახალაძე აჭარიდანაა. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების გზაზე ასეთი ადამიანი შემხვდა. რომ არა მისი გვერდში დგომა, განსაკუთრებით 1990-იან წლებში, მე ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ. არანორმალურად უყვარს ოჯახი, საოცარი დედა და ბებიაა. სხვათა შორის, ჩემი შვილიც კარგად მღერის, მაგრამ არ გაჰყვა ამ პროფესიას, რასაც ყოველთვის გულისტკივილით აღვნიშნავ ხოლმე. ამ ბოლო დროს სიმღერა ისევ დაიწყო და ეს ძალიან მახარებს. ჩემი სიძეც არაჩვეულებრივად მღერის, ჩემი დაც საუკეთესო მომღერალია, ოღონდ ისიც იშვიათად მღერის, სამწუხაროდ. შეიძლება ითქვას, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ოჯახი გვაქვს. ჩემს შვილიშვილებსაც გამოჰყვათ ეს ნიჭი და კარგად მღერიან, მაგრამ ვნახოთ, მომავალში ჩემს გზას აირჩევენ თუ არა. ზოგჯერ ვხუმრობ: არაა აუცილებელი, ოჯახში ყველა მღეროდეს, ვინმემ მათემატიკაც ხომ უნდა ისწავლოს-მეთქი?..

– მეუღლეს ე.წ. ქალის საქმეებში თუ ეხმარებით? თუ თქვენს ოჯახში ფუნქციები თანაბრად არის განაწილებული?

– „ქალის” და „კაცის საქმეებიც”, ჩემი მოუცლელობის გამო, ჩემს მეუღლეს ეკისრება, რასაც იდეალურად ართმევს თავს. ამის გამო ვამბობ, რომ ცხოვრების თანამგზავრში ძალიან გამიმართლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g