LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომის შემდეგ ხშირად მიფიქრია, ნეტავ ვინ მოუვლის მის საფლავს-მეთქი… ტყვარჩელი ჩემს მეხსიერებას მითიურ ქალაქად შემორჩა, ბუნებრივ ლანდშაფტში ჩაძირული კოპწია, იდუმალი დასახლება, ახლა კი ერთ დიდ სასაფლაოდ არის ქცეული“ – ემიგრაციაში მყოფი ნინო კვარაცხელია ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

213
ნინო კვარაცხელია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში მცხოვრები ნინო კვარაცხელია, რომელიც აფხაზეთიდან არის დევნილი, აფხაზეთში გატარებულ დროსა და ბავშვობის მოგონებებზე სოციალურ ქსელში ხშირად წერს.

„1982 წლის სოხუმური შემოდგომა მახსენდება, მომავლის იმედით და სიყვარულით სავსე… ახლაც იგივე გრძნობა მეუფლება მიუხედავად იმისა, რომ ნიუიორკული შემოდგომაა 42 წლიანი სხვაობით“ – რას წერს ემიგრაციაში მყოფი ნინო კვარაცხელია თავისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულზე

ამჯერად, ნინო კვარაცხელია ეხმიანება „აფხაზური ამბების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ასახულია, თუ რა ვითარებაა ქალაქ ტყვარჩელში და წერს:

„ტყვარჩელი ჩემს მეხსიერებას მითიურ ქალაქად შემორჩა, ბუნებრივ ლანდშაფტში ჩაძირული პატარა, კოპწია, იდუმალი დასახლება საბაგიროებით… ხიდიდან იწყებოდა და უზარმაზარ მთებში იკარგებოდა…

დედას ბიძაშვილები ცხოვრობდნენ მანდ… მახსოვს, გასვენებაში ვიყავით ბოლოს…ზურიკო, ახალგაზრდა ბიჭი სიმსივნით გარდაიცვალა. ომის შემდეგ ხშირად მიფიქრია, ნეტავ ვინ მოუვლის მის საფლავს-მეთქი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ნათესავების… ახლა კი რუსული „მშვიდობის წყალობით“ ერთ დიდ სასაფლაოდ არის ქცეული ქალაქი… ჭირისუფლად კი ბუნება მოგვევლინა, მეტი რაღა ქნას, ეფერება და ალამაზებს“, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

„ეს ფოტო ჩემმა შვილმა გამომიგზავნა, შორს წამიღო… სოხუმში.. შვილის მონატრებაში მძვრება სული, დევნილი ლტოლვილი ვარ“ – რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი ნინო კვარაცხელია

ტყვარჩელი ჩემს მეხსიერებას მითიურ ქალაქად შემორჩა, ბუნებრივ ლანდშაფტში ჩაძირული პატარა, კოპწია, იდუმალი დასახლება…

Posted by ნინო კვარაცხელია on სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნინო კვარაცხელია საზოგადოებამ მისი და ემზარ ჯღარკავას საოცარი სიყვარულის ისტორიით გაიცნო – წყვილმა ერთმანეთი 40-წლიანი დაშორების შემდეგ ხელახლა იპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g