ჯგუფ „მგზავრებს“ ევროპული ტურნე აქვს და ის უკვე დაიწყო.
ახლახან ბარსელონაში, ერთ-ერთ კლუბში, ანშლაგით ჩაიარა ჯგუფის სოლოკონცერტმა, რომელსაც რეჟისორი სანდრო ელოშვილიც ესწრებოდა.
სანდრომ ბარსელონაში გამართული კონცერტიდან სხვადასხვა ვიდეო არ მოგვაკლო.
კონცერტზე ჯგუფის რეპერტუარიდან არაერთი ჰიტი შესრულდა.
რასაკვირველია, კონცერტზე შესრულდა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სიმღერა „საქართველოა“.