LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„3 შვილის მამა, საუკეთესო მოაზროვნე და მოქალაქე უდროოდ დავკარგეთ“ – ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა

217
355e12da-9ebc-4f3d-990d-452ed3571c9b

ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის „რა? სად? რო­დის?“ წევ­რი ბე­სიკ ბუ­თუ­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. 

ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის წევრი ილია რევია ავრცელებს.

„ბესო 26 წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, ჯერ სტუ­დენ­ტო­ბი­სას როცა “რა სად რო­დის” თა­მა­ში და­ვი­წყე ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა კლუბ­ში. შემ­დეგ თით­ქმის 2 ათწლე­უ­ლი გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი იყო, უამ­რა­ვი გა­მარ­ჯვე­ბა აღ­ვნიშ­ნეთ ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს თუ თბი­ლი­სის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბაც და­ვი­ცა­ვით ნაკ­რებ­ში და ბევ­რი სხვა თავ­გა­და­სა­ვა­ლიც გა­დაგ­ვხდა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ბოლო პე­რი­ო­დი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას ებ­რძო­და და გარ­შე­მო ყვე­ლას დიდი იმე­დი გვქონ­და, რომ მო­ე­რე­ო­და. პრინ­ცი­პუ­ლი და ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი, 3 შვი­ლის მამა, სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, მო­აზ­როვ­ნე და მო­ქა­ლა­ქე უდ­რო­ოდ დავ­კარ­გეთ…“ – წერს ილია რე­ვია, ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის კი­დევ ერთი წევ­რი.

ცნობისთვის, ბუ­თუ­რიშ­ვი­ლი კლუბ­ში “რა? სად? რო­დის?“ 1995 წლი­დან თა­მა­შობ­და. ის ბოლო წლებ­ში მძიმე სენს ებ­რძო­და.

„რადიო ჰოლდინგი“ „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ბე­სიკ ბუ­თუ­რიშ­ვი­ლის გარდაცვალების გამო, იზიარებს ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g