34 წლის ჯენიფერ ლოურენსი ამჯერად ლოს-ანჯელესში ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო. ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ამჯერად მეორე შვილს ელოდება, ბრწყინავდა შავი ფერის ულამაზეს საორსულო კაბაში, რომელიც ლოურენსმა სადა ვარცხნილობას და მინიმალისტურ მაკიაჟს შეუხამა.
„პური და ყვავილები“ ასე ჰქვია ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომელზეც თავად ლოურენსმა იმუშავა და ის ავღანელი ქალების შესახებ გვიყვება. ფილმში საუბარია ავღანელი ქალების ცხოვრებაზე თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ.
რაც ეხება ჯენიფერ ლოურენსს, მისი რიგით მეორე ორსულობის შესახებ „ვოგის“ ახალი ნომრის მეშვეობით გახდა ცნობილი, რომელიც 20 ოქტომბერს გამოვიდა. ლოურენსის უფროსი ვაჟი, ჯერ მხოლოდ ორი წლისაა.
34 წლის ჯენიფერ ლოურენსი მეორე შვილს ელოდება – მსახიობის უახლესი ფოტო
უმაკიაჟოდ და მაინც მშვენიერი – ჯენიფერ ლოურენსი ვაჟთან ერთად პირველად გადაიღეს