თბილისში, 80 წლის მუსიკის მასწავლებელი 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ სიუჟეტი „კურიერი p.s-მა“ მოამზადა.
კადრებში თანამშრომლები ამბობენ, რომ, ბოლო რამდენიმე დღეა, მასწავლებელი სამსახურში აღარ გამოჩენილა. ჰყვებიან, რომ მუსიკის დამსახურებულ პედაგოგს 7 წლის ბავშვი მშობლებმა რამდენიმე თვის წინ მიაბარეს, მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, რომ ხანდაზმული მუსიკოსი მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობდა.
7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 80 წლის პედაგოგს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება.