ლოს-ანჯელესში რიგით მე-15, Governors Awards-ის ღონისძიება გაიმართა, ჯენიფერ ლოპესს არც ამ გლამურული ივენთის წითელი ხალიჩა გამოუტოვებია და კვლავაც მოახერხა საზოგადოების აღფრთოვანება.
ამ დღეს 55 წლის არტისტსა და მსახიობს „შიშველი კაბა “ ამშვენებდა. ეს გახლდათ შავი და ვერცხლისფერი ფერების კომბინაციით შექმნილი „ლუქი“, რომელიც თვლებით იყო მორთული.
შეგახსენებთ, გასულ კვირას არტისტმა საუდის არაბეთში, ELIE SAAB-ის გრანდიოზული ღონისძიება დახურა და საოცარი პერფორმანსით მოახდინა ფურორი.
ფოტო/ვიდეო: რევანშისტული კაბა და საბედისწერო მზერა – ჯეი ლომ ირგვლივ ყველა და ყველაფერი დაჩრდილა
საბედისწერო მზერა არაბეთიდან – ჯეი ლოს „ლუქების“ ცვენა გრძელდება