LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში „სასიკვდილოდ საშიში ავტომობილი“ დაასახელეს: ეს ტიტული Hyundai-ს ერგო

115
აშშ-ში „სასიკვდილოდ საშიში ავტომობილი“ დაასახელეს ეს ტიტული Hyundai-ს ერგო

აშშ-ში „სასიკვდილოდ საშიში ავტომობილი“ დაასახელეს და ეს ტიტული Hyundai-ს ხვდა წილად. iSEeCars-ის ანალიტიკოსებმა მსხვერპლით დასრულებული ავტო-საგზაო შემთხვევების სტატისტიკა 2017-დან 2022 წლამდე გამოშვებული ავტომობილების ტირაჟს შეადარეს. ექსპერტებმა სიიდან გამორიცხეს მძიმე სატვირთოები, ფურგონები და წარმოებიდან მოხსნილი მოდელები. მიღებული მონაცემების გათვალისწინებით ავარიულობის რეიტინგი შედგა: ლიდერთა შორისაა Tesla, Kia, Buick, Dodge და Hyundai.

“სასიკვდილოდ ყველაზე საშიში“ ავტომობილი მოულოდნელად კომპაქტური კროსოვერი Hyundai Venue გახდა: მისი მაჩვენებელი მილიარდ მილ გარბენზე 13,9 ათასი მსხვერპლით დასრულებული ინციდენტია.  

ყველაზე ნაკლებად იღბლიან მოდელთა შორის მოხვდა ასევე –  Chevrolet Corvette და Mitsubishi Mirage (13,6), Porsche 911 და Honda CR-V Hybrid (13,2).

სხვა მეთოდით შედგენილ გასული წლის რეიტინგში „ყველაზე სასიკვდილო“ ავტომობილის ტიტული სწორედ Mitsubishi-ს სითი-ქარმა მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები