გერმანულმა კომპანია Porsche-მ, ჩინურ Huawei სთან ერთად სმარტფონი Porsche Design Huawei Mate 10 წარმოადგინა. ახალი სმარტფონი მაღალი ხარისხის კამერითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. მსოფლიო პრემიალური ბრენდები უკვე დიდი ხანია ბრენდირებული სმარტფონების შექმნისას ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობენ.
პორშეს სმარტფონის კორპუსი მინით არის გაწყობილი, რომელსაც შავი ბრილიანტის შეფერილობა აქვს. ავტორები აღნიშნავენ, რომ მოდელს პრაქტიკულად უკიდეგანო ეკრანი აქვს და ის FullView-თია აღჭურვილი. სმარტფონს 12 და 20 პიქსელიანი კამერები აქვს, Leica Camera-ს ოპტიკით.
Porsche Design-ის გენერალური დირექტორი, იან ბეკერი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ახალ სმარტფონს გერმანული ბრენდის სპორტქარებთან ბევრი საერთო აქვს და ის Porsche 911-ის შესანიშნავი დამატება იქნება.