LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების მინისტრის მოადგილედ ბაია კვიციანი დაინიშნა

186
ბაია კვიციანი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ, ბაია კვიციანი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბაია კვიციანი „ქართული ოცნებიდან“ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, კერძოდ კი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

„განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს – მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“ – განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე წულაძე

ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პრემიერსა და მის გუნდს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, იყო ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, კულტურის კომიტეტის წევრი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი.

ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2 ოქტომბერს დაინიშნა. წულაძემ მისი წინამორბედი, გიორგი ამილახვარი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g